წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი თვითმმართველი ერთეულია იმერეთის მხარეში. ოფიციალურ ბალნეოლოგიურ კურორტად 1920 წლიდან იქცა, ხოლო ქალაქის სტატუსი 1953 წელს მიენიჭა. მდებარეობს იმერეთის ცენტალურ ნაწილში. მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ესაზღვრება ქალაქი ქუთაისი, დასავლეთით -სამტრედიისა და ხონის, ხოლო სამხრეთით- ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტები.
რელიეფის განმსაზღვრელ ფიზიკურ-გეოგრაფიულ ფაქტორს წარმოადგენს ფართო ოვალური ფორმის ჩაღრმავება ქვაბურ მინერალური წყაროების გამოსვლით, რომელიც ყოველი მხრიდან შემოსაზღვრულია მთაგრეხილებით. რელიეფის ძირითადი ფორმები დაბლობ-ბორცვიანია. წყალტუბოს ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: გუბისწყალი, წყალტუბო.
საკრებულოს ანონსი
მერიის ანონსი
-
გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფლებში: მექვენა, ბენთქოულა, დღნორისა, გაიწმინდება ასევე, საჩხეური- ლეხიდრისთავის დამაკავშირებელი გზა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია, რის გამოც შეიქმნა გარკვეული პრობლემები. გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფლებში: მექვენა, ბენთქოულა, დღნორისა, გაიწმინდება ასევე, საჩხეური- ლეხიდრისთავის დამაკავშირებელი გზა. სამუშაოები გაგრძელდება და ყველა სოფელს მოიცავს. გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა სოფელ ქვილიშორში, სადაც იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნესტორ
2026-01-01 -
საახალწლო მილოცვა
სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით წყალტუბოსა და წყალტუბოელებს, გულითადად გილოცავთ შობა-ახალ წელს! 2026 წელი ყოფილიყოს მშვიდობის, კეთილდღეობისა და სიკეთის მომტანი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის! ახალი წლის დადგომამდე, ტრადიციულად, ვაფასებთ წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობას. 2025 წელს ჩვენ ერთად შევძელით მაღალი პასუხისმგებლობით გვეზრუნა წყალტუბოს განვითარებაზე. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისა და ნდობისთვის, მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ,
2025-12-31 -
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი 24-საათიან რეჟიმში მომუშავე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს ესტუმრნენ და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი 24-საათიან რეჟიმში მომუშავე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს ესტუმრნენ და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების წყალტუბოს ცენტრის მედპერსონალს, შსს- წყალტუბოს სამმართველოს პირად შემადგენლობას, დაცვის პოლიციას, საავადმყოფოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალტუბოს განყოფილების წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისთვის. „დიდთოვლობის გამო გვაქვს გარკვეული
2025-12-31



