მოქალაქეთა უკუკავშირის პლატფორმა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი თვითმმართველი ერთეულია იმერეთის მხარეში. ოფიციალურ ბალნეოლოგიურ კურორტად 1920 წლიდან იქცა, ხოლო ქალაქის სტატუსი 1953 წელს მიენიჭა. მდებარეობს იმერეთის ცენტალურ ნაწილში. მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ესაზღვრება ქალაქი ქუთაისი, დასავლეთით -სამტრედიისა და ხონის, ხოლო სამხრეთით- ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტები.
რელიეფის განმსაზღვრელ ფიზიკურ-გეოგრაფიულ ფაქტორს წარმოადგენს ფართო ოვალური ფორმის ჩაღრმავება ქვაბურ მინერალური წყაროების გამოსვლით, რომელიც ყოველი მხრიდან შემოსაზღვრულია მთაგრეხილებით. რელიეფის ძირითადი ფორმები დაბლობ-ბორცვიანია. წყალტუბოს ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: გუბისწყალი, წყალტუბო.
საკრებულოს ანონსი
მერიის ანონსი
-
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წყალტუბოში სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიება გაიმართა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წყალტუბოში სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიება გაიმართა. კულტურის ცენტრში ა(ა)იპ „წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ შემოქმედებითმა წრეებმა მუსიკალურ-თეატრალიზებული სანახაობა „პატარა მოგზაურები“ წარმოადგინეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე, კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი, ასევე ა(ა)იპ „წყალტუბოს ბავშვთა
2026-06-02 -
ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ინკლუზიური ცენტრის აღსაზრდელებს წმინდა ნინოს ხსენებისა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გია კვასტიანმა, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან რიმა მარგიანთან და მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთად, ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ინკლუზიური ცენტრის აღსაზრდელებს წმინდა ნინოს ხსენებისა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ინკლუზიურ ცენტრში“ ღონისძიება გაიმართა. მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა
2026-06-02 -
სკოპინგის დასკვნა შპს „ჯორჯია მეტალიქს ლიმიტედისათვის“
შპს „ჯორჯია მეტალიქს ლიმიტედის“ ფოლადსადნობი საამქროს რეკონსტრუქციასა და ექსპლუატაციაზე გაიცა სკოპინგის დასკვნა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ბრძანება. დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულებზე. სკოპინგის დასკვნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ბრძანება
2026-06-01



